სოფლის მეურნეობა

პრემიერი: ფერმერებს გადავყვებით თავზე, თუ სხვა ადამიანებსაც ასაქმებს - ორმაგად დავეხმარებით

ფერმერებისთვის დახმარება მაქსიმალურად კეთება ყველგან, როგორც საბანკო სესხების გადავადების ნაწილში, ისე კონკრეტულ ჰექტარ მიწაზე სუბსიდირების ნაწილში.

ფერმერებს გადავყვებით თავზე. ვისაც აქვს დარეგისტრირებული მიწა და ამბობს, რომ არის ფერმერი, დარეგისტრირებულია როგორც ფერმერი, გავუკეთებთ საერთოდ ყველაფერს. გასაღებაშიც მივეხმარებით.

აგერ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მშვენიერი ჯაჭვი ააწყო სოფლის მეურნეობის პროდუქტების აგრობაზარზე დროულად მიტანის. გავაკეთებთ მაქსიმალურად ყველაფერს იმისთვის, რომ ადამიანი, რომელიც მიწაზე მუშაობს და შრომობს, მისი მაქსიმალური სტიმულირება მოვახდინოთ. ეს ადამიანი თუ კიდევ სხვა ადამიანებს ასაქმებს და სამუშაო ადგილებს ქმნის, აქ კიდევ დავეხმარებით ორმაგად

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში გამოსვლისას.

კომენტარები