კორონავირუსი საქართველოში

უგულავა: "ოცნებას" ხალხის გარეშე ძალაუფლებაში ყოფნა მოეწონა, როცა ქუჩები ცარიელი იყო

ქართულ ოცნებას ძალაუფლებაში ყოფნა მოეწონა, ოღონდ ხალხის გარეშე. მათ მოეწონათ ძალაუფლება, როდესაც ქუჩები ცარიელი იყო. დავინახეთ ამ ძალაუფლებით ტკბობა, ნარცისიზმი და ყველა პრობლემის, რაც კი აქამდე დაუგროვებიათ, ერთი ხელის მოსმით, ხალათს ამოფარება. ეს ცუდი ტენდენციაა. როდესაც წინააღმდეგობას წააწყდნენ, მათ შორის ეკლესიასთან, იმ წამსვე დაიმალნენ და ექიმებს შეატოვეს. 

[...] პანდემიის მიღმა ჩვენ უარეს კრიზისში შევდივართ, რომლის მართვის რესურსს მე ვერ ვხედავ. ის, რაც ქართულმა ოცნებამ წარმოადგინა, არის ხანძარი რომ ჩააქრო, ოღონდ ნაკვერჩხალი დატოვო. მაგრამ ერთი რამ ცხადია, რომ სახლი ცეცხლის ჩაქრობით არ აშენდება. ჩვენ მივედით იქამდე, რომ ეკონიმიკა მთლიანად მოგვერღვა და სამწუხაროდ, მომავალი 2 წლის განმავლობაში ეს პრობლემა სულ უფრო მწარე და მძიმე იქნება.

ამბობს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა, პალიტრანიუსთან ინტერვიუში.

კომენტარები