გახარიას ინტერპელაცია

რატი იონათამიშვილი: ნაცკლასტერისთვის საგანგებო მდგომარეობა ახლა დაიწყო

ფაქტია, რომ ნაცკლასტერისთვის საგანგებო მდგომარეობა დაიწყო ახლა და როგორც ჩანს, არჩევნებზე დასრულდება. რაც შეეხება ინტერპელაციას, მიუხედავად იმისა, რომ ეს საპარლამენტო ზედამხედველობის ძალიან ეფექტური ინსტრუმენტია, ოპოზიციის მხრიდან არ მაქვს მოლოდინი, რომ შინაარსობრივად წარიმართება, მაგრამ საქართველოს პრემიერმინისტრი რა საკვირველია ისარგებლებს ამ შემთხვევითაც და ეს იქნება ნათელი მაგალითი იმისა, როგორ ხორციელდება საპარლამენტო ზედამხედველობა.

ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა, ისაუბრა. დღეს, 29 მაისს, გიორგი გახარია პარლამენტში მივა და ინტერპელაციის ფარგლებში საპარლამენტო ოპოზიციის კითხვებს უპასუხებს.

კომენტარები