კორონავირუსი

გამყრელიძე: მითია, თითქოს ნიკოტინს კორონავირუსისგან დაცვის უნარი აქვს

თამბაქო არის ქრონიკული დაავადებების გამომწვევი ერთერთი მთავარი მიზეზი. ის აზიანებს სასუნთქ სისტემას, იწვევს დიაბეტსა და სიმსივნეს... ბევრი საერთო აქვთ თამბაქოსა და კორონავირუსს. მოგეხსენებათ, რომ კოვიდი უპირველესად აზიანებს სასუნთქ სისტემას და იწვევს პნევმონიის გართულებას. ამ მხრივ ბევრი საერთო ზიანია, ერთის მხრივ თამბაქოს მოხმარება და მეორე მხრივ კორონავირუსი. ამ საკითხზე ბევრი დისკუსიაა...

მითია, თითქოს ნიკოტინს კორონავირუსისგან დაცვის უნარი აქვს, ეს არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, რომ ამაზე დისკუსიას მოვეშვათ. პირიქით, თამბაქო ამძიმებს კოვიდინფექციას. ეს ადამიანები უფრო მოწყვლადი ხდებიან და უფრო ადვილად უვითარდებათ სხვადასხვა გართულებები.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

კომენტარები