ბატონო ანრი, ისეთი დრამატიზმით საუბრობდით პირბადების აუცილებლობასა და საჭიროებაზე და იმდენად სასიცოცხლო მნიშვნელობა მიანიჭეთ მას ამ COVID-19-ის დამარცხების პროცესში, მე მიკვირს ახლა პირბადე რომ არ გიკეთიათ და ისე არ საუბრობთ.
მე მოვიხსენი ახლა , შიგადაშიგ ვიხსნი ხოლმე და მეც მეხება ეს, მაგრამ მე არ მიმაჩნია, რომ ესაა ერთადერთი გადამრჩენელი COVID-19-ისგან, რომ თავი დავიცვათ, თუმცა ვეთანხმები, რომ პრევენციისთვის საჭიროა. და ამიტომ არ ვარ ასეთი კანონპროექტის ავტორი.
რადგან თქვენ ასეთი კანონპროექტის ავტორი ხართ და მიიჩნევთ, რომ ამაზეა დამოკიდებული ამ პანდემიის დამარცხება, მართლა მიკვირს, რომ არ გიკეთიათ, ისიც მიკვირ,ს სოციალურ დისტანციას ამ დარბაზში, სადაც 100-ზე მეტი დეპუტატი იკრიბება, რატომ ვერ და არ ვიცავთ. ფაქტია, რომ არ ვიცავთ