შიდა ტურიზმი რომ დაიწყება და შემდეგ ნაკლებად დაზარალებულ ქვეყნებთან გარე ტურიზმის არხებიც გაიხსნება, ჩვენ მეტი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. ლაპარაკია იმაზე, რომ შესაძლებელია, წამოვიდეს მეორე ტალღა და თანაც ზედ გრიპი და კორონავირუსული ინფექცია დაერთოს, რაც სერიოზულ გართულებებს გამოიწვევს. ამიტომ ჩვენ, მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა მეორე ტალღა, მზად უნდა ვიყოთ. ყველა ქვეყანა სერიოზულად უნდა მოემზადოს.
თუ დღეში 4-5-10-15 შემთხვევა იქნება, ქვეყანას და ჯანდაცვის სისტემას დიდი პრობლემა არ შეექმნება. მთავარია, ეპიდსიტუაცია არ გაგვექცეს ხელიდან და შესაძლებელი იყოს მისი მართვა. დღეს ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მართვადია.