ირაკლი ღარიბაშილი პარლამენტში

ღარიბაშვილი: ოკუპაციის შემდეგ მთავარი საფრთხე ნაციონალური მოძრაობისგან მომდინარეობს

ჩემს გამოსვლაში რაც უკავშირდებოდა დესტრუქციული ძალების მოქმედებას ქვეყნის შიგნით, ვგულისხმობდი ნაციონალურ მოძრაობას, მათთან დაკავშირებულ პოლიტიკურ პარტიებს და მათ პარტიულ ტელევიზიებს. ისინი პირდაპირ ძირს უთხრიან ჩვენს სახელმწიფო ძლიერებას და ჩვენს სახელმწიფო სტაბილურობას. 

რუსული ოკუპაციის შემდეგ მთავარი საფრთხე, რომელიც ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას უდგას, მომდინარეობს ნაციონალური მოძრაობისგან, ამ დესტრუქციული ძალისგან. მთავარი დესტაბილიზაციის ფაქტორი რუსული ოკუპაციის შემდეგ არის სწორედ ნაციონალური მოძრაობა.

თქვა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში.

კომენტარები