გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობა

კობახიძე გაბუნიას საქმეზე: ოპოზიციის ინტერესშია განვითარება, რომელიც დესტაბილიზაციას იწვევს

"თუნდაც წარუმატებელი მცდელობა რომ წარმოვიდგინოთ, ბუნებრივია, ეს იქნებოდა წამახალისებელი ფაქტორი არასტაბილურობისთვის. ჩვენ ვიცით, რა დამოკიდებულება აქვს სხვადასხვა საკითხის მიმართ ამ რადიკალურ ოპოზიციას – ისინი ყოველთვის ეძებენ დესტაბილიზაციის წყაროს და ბუნებრივია, ეს არის მათი საერთო სულიკვეთება. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია მათ ინტერესებში, ასეთი ტიპის პოლიტიკური ძალების ინტერესებში შედიოდა მოვლენათა ნებისმიერი განვითარება, რომელიც არასტაბილურობას გამოიწვევდა".

ქართული ოცნების წევრმა და პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პალიტრას ეთერში გიორგი გაბუნიას საქმესთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

კომენტარები