გამყრელიძე: თითქმის ყველა ინფიცირებულის წყაროზე გავედით, 6-ზე კვლევა მიმდინარეობს

აქამდე ჩვენ ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის განვითარება შევაჩერეთ. ახლა ვართ მართვის სტადიაში. ჩვენ უნდა ვმართოთ ახალი შემთხვევები, მეორე მხრივ, თანდათან იხსნება სრულად ეკონომიკა, რომ მოსახლეობამ იმუშაოს და შემოსავალი ჰქონდეს. ასე რომ, ბალანსი უნდა დავიცვათ. იქნება მეორე ტალღა თუ მესამე, ამაზე მსჯელობენ მეცნიერები. ოდნავ დინამიკა არის იმის, რომ ვირუსის ვირულენტობა თითქოს მცირდება - არა მარტო ჩვენთან, გლობალურადაც. შესაძლებელია, ზაფხულში ვირულენტობის შემცირება გაგრძელდეს.  გვეგონა, რომ თაკარა მზე ვირუსს მოკლავდა, მაგრამ ასე არ ყოფილა. ეს არ ხდება. 

მთავარია, რომ ყველა შემთხვევა არის კონტროლირებადი და ემორჩილება მართვას. თითქმის ყველას წყაროზე გავედით, კიდევ 6-ზე, წინა შემთხვევებზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა.

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 893 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 739 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 14 კი გარდაიცვალა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გავრილოვის ღამე - აქციის მონაწილეების მიერ მოყოლილი ქრონიკა

კომენტარები