არჩევნები 2020

მდინარაძე ენმ-ზე: საზოგადოებას ატყუებენ, რომ მხარს უჭერენ, მაგრამ ხმას არ აძლევენ

"რაც შეეხება, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მთავარი ოპოზიციური ძალის, [ნაციონალური მოძრაობის] საოცარ განცხადებას და პიარულ თავხედობას, რომლის მიხედვითაც ისინი აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ, მაგრამ ხმას არ აძლევენ პროექტს.

პიარული თავხედობა მათი მხრიდან გრძელდება, უტიფრობა გრძელდება და ისინი მორიგ ჯერზე ატყუებენ ქართულ საზოგადოებას, რომ მხარს კი უჭერენ, მაგრამ ხმას არ აძლევენ. ეს არის ნაციონალური მოძრაობის პიარული ახალი "ნოუჰაუ", რომლის მიხედვითაც, როგორც ჩანს, საზოგადოებაზე აქვთ ძალიან ცუდი წარმოდგენა".

ამბობს ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე. პარლამენტმა 136 ხმით 5-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა საარჩევნო სისტემის ცვლილებების კანონპროექტს. 136 ხმიდან 20 ევროპული საქართველოსია. რაც შეეხება ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, პარტია კენჭისყრაში მონაწილეობას საერთოდ არ მიიღებს მანამ, სანამ გიორგი რურუა საპატიმროს არ დატოვებს.

კომენტარები