ეკონომიკა

მაჭავარიანი: ტურისტი არ გვაწყენდა, მაგრამ ეს ძალიან მცირედია წინა წელთან შედარებით

ჩვენს სიფრთხილეს ამ ნაწილში აქვს შემდეგი ახსნა: ევროკავშირიდან საჰაერო მიმოსვლის საშუალებით რა რაოდენობა ადამიანიც ჩამოვიდეს, ეს არის შედარებით მცირე რაოდენობა ადამიანების. იმ გაუარესებული განწყობისა და სენტიმენტების გათვალისწინებით. ეს ეკონომიკისთვის კი, ბატონო, მნიშვნელოვანია, როდესაც საერთოდ არ გყავს, ტურისტი არ გვაწყენს, მაგრამ ეს არის ძალიან მცირედი იმისი, თუ რა გვქონდა ჩვენ შარშან და რა მოლოდინი გვქონდა წლის დასაწყისში. ეპიდემიის თვალსაზრისით რისკი საკმაოდ მაღალია. მაგალითად, ჩვენ, სავარაუდოდ, 10 მილიონ ტურისტს ველოდებოდით, წლის ბოლომდე, რომ 50 ათასი ტურისტი შემოვიდეს ეს არის წვეთი ზღვაში ეკონომიკისთვის. ტურისტების 1%-იც, რომ იყოს დაინფიცირებული, ამან შესაძლოა, საკმაოდ სერიოზული გავრცელება გამოიწვიოს. რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა მოგეჩვენოთ ამ შემთხვევაში სიკეთე და რისკი ვერ ბალანსდება.

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, საზღვრების გახსნის, ფრენებისა და ტურიზმის აღდგენის საკითხზე ილაპარაკა.

კომენტარები