აქვს ინტერესი კონკრეტულად გამოძიებას ალბათ მასთან და, შესაბამისად, ჩატარდება ის პროცედურები, რაც უნდა ჩატარდეს. ამის მიხედვით გაირკვევა ყველაფერი. სრულწლოვანია, გათავისებული აქვს ყველაფერი. არ გამიზრდია ისე, რომ დანები ატრიალოს და ის... არის ჯანმრთელი ბავშვი, ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს. ჩემთვის უმთავრესი ისაა, რომ, პრინციპში, არ არის მსხვერპლი. გამოჩნდება ყველაფერი და დამნაშავე პასუხს აგებს
tbl.ge/4wtc
დაკოპირდა
თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, კობა კობალაძემ თავისი შვილის მიერ 23 წლის ბიჭის დაჭრის შესახებ. კობალაძის შვილი პოლიციას 11 ივლისს ჩაბარდა. მან დანაშაული კიდევ 2 ახალგაზრდასთან ერთად, თბილისში, 24 ივნისს ჩაიდინა. შსს-მ ბრალდებულები მედიაში გასული ანონსის შემდეგ დააკავა.