კობა კობალაძის შვილი

კობალაძე: ვინც არ უნდა იყოს, დანაშაულზე ნებისმიერმა ადამიანმა უნდა აგოს პასუხი

საკმაოდ არასასიამოვნო ფაქტია, რაზეა საუბარი, არც ერთი მშობლისთვის არ არის სასიამოვნო, მითუმეტეს, თუ მშობელი მაღალი პასუხისმგებლობის სეგმენტშია... საკმაოდ მტკივნეულია ის, რომ ჩვენი ახალგაზრდები ასე გამწარებით და ასე თავაღებით იმეტებენ ერთმანეთს, ალბათ, გაცილებით უფრო მეტი ფოკუსირებაა საჭირო ჩვენიც და საზოგადოებისაც ამ პრობლემატიკაზე.

ჩემი აზრით, ნებისმიერ დანაშაულზე ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც არ უნდა იყოს, უნდა აგოს პასუხი

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი კობა კობალაძე რუსთავი ორთან სატელეფონო საუბარში, მისი შვილისთვის ბრალის წარდგენაზე. აღსანიშნავია, რომ შსს-მ 24 ივნისს 23 წლის ბიჭის დაჭრისთვის სამი ადამიანის დაკავების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 10 ივლისს TV პირველის ეთერში ამის შესახებ ანონსი გავიდა. კობა კობალაძის შვილი პოლიციას 11 ივლისს ჩაბარდა, იმავე დღეს დააკავეს კიდევ ორი ბრალდებული.

კომენტარები