მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: ვემზადები გადამწყვეტი ნახტომისთვის საქართველოში

უნდა იცოდეთ, რომ დიდი გეგმები მაქვს როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში. მე დიდ ტრანსფორმაციას ვუჭერ მხარს. მე არ მჯერა არც ნახევარი ნაბიჯის და არც პროცესის, მე მჯერა მხოლოდ პროცესის შედეგების. 

ვემზადები გადამწყვეტი ნახტომისთვის საქართველოში შემოდგომაზე. ჩვენ დავამთავრებთ რუსეთის მიერ დასმული ოლიგარქის, ივანიშვილის მიერ ჩემი სამშობლოს დამცირებასა და განადგურებას და დავიბრუნებთ ქართულ სახელმწიფოებრიობას განვითარების სწრაფი რელსებით იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მე პირადად მომიწევს ამისთვის ძალიან მაღალი ფასის გადახდა. დიახ, მე ვიბრძვი როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში. დიახ, არ მსურს მაღალი თანამდებობა არცერთ ქვეყანაში, თუმცა, ზუსტად ვიცი, რომ ვარ რეგიონალური ლიდერი და ბევრისთვის ვასოცირდები გაუმჯობესების იმედთან და რეფორმებთან და ამ ადამიანებს იმედს არ გავუცრუებ, რაც არ უნდა მოხდეს და რადაც არ უნდა დამიჯდეს

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა იმის შესახებ, თუ რას აპირებს და რა გეგმები აქვს.

კომენტარები