კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: ძალიან ცოტა გაუხსნელი ბიზნესი დარჩა ქვეყანაში, აგერ ქორწილებიც არის უკვე დაშვებული

მთავარია, ყველა ადამიანმა დაიცვას წესები, უმარტივესი წესები, რაც დარჩა, მოგეხსენებათ, პრაქტიკულად ძალიან ცოტა დარჩა გაუხსნელი ბიზნესი ქვეყანაში, აგერ ქორწილებიც არის უკვე დაშვებული, მაგრამ ჩვენ თუ არ დავიცავთ წესებს, კორონა არ გაჩერდება

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 20 ივლისიდან დასაშვები გახდა ღია სივრცეში სოციალური ღონისძიებების (მათ შორის ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, რიტუალური ღონისძიებები და ა.შ.) ჩატარება. დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობა 100 ადამიანი უნდა იყოს.

კომენტარები