კუჭავა კონგრესმენების წერილზე: ამის შემოქმედს ოფიციალურად ფულს უხდიან

ეს წერილი ხელმოწერილი არის და მისი მთავარი შემოქმედი არის ადამიანი, რომელიც ცნობილი არის, როგორც ლობისტური საქმიანობით დაკავებული ფრონტერას მხრიდან, რომელსაც ოფიციალურად ფულს უხდიან. მისგან არაერთხელ მიგვიღია მსგავსი წერილი და მსგავსი კრიტიკული გამონათქვამები. გარდა ამისა, უნდა ითქვას, რომ ეს წერილი დაიწერა იქამდე, სანამ მაიკ პომპეოს ზარი განხორციელდებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მოწოდება იყო, რომ საუბრის დროს ეს ეხსენებინათ.

მესამე, რომელიც ყველაზე ნიშანდობლივია და ყველაზე მეტად უნდა გავუსვათ ხაზი, ეს არის კონკრეტული ფაქტები, რომელიც პირდაპირ მეტყველებს ტყუილზე და სიცრუეზე. მარტივად რომ ვთქვათ, აუცილებელია, რომ აღინიშნოს, იქ ნახსენებია, თქვენ თუ შეგიძლიათ საუბრის დროს ახსენოთ იმ რეფორმის არგანხორციელების შესახებ, რომელიც საარჩევნო რეფორმას უკავშირდებაო. 

ეს არის კონკრეტული ფაქტი, შემდგარი მოვლენა, რომელიც ყველამ იცის არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ძალიან ფართო გამოხმაურება ჰქონდა საზღვრებს გარეთაც, საკმაოდ მაღალი შეფასებებიც მივიღეთ ამ კუთხით, რომ ჩვენ შევძელით და ეს პირობა შევასრულეთ, ორივე პირობა. ამიტომ, წერილში თავიდან ამის ხსენება, პირველ რიგში აკეთებს დისკრედიტაციას იმ ფაქტების, რომელსაც ის ცდილობს წარმოაჩინოს სახელწიფო მდივნის წინაშე. ამიტომ, არც არის გასაკვირი, ამის წერილის შემდეგ შედგა კიდეც ზარი და პირიქით, ჩვენ სახელმწიფო მდივნისგან მივიღეთ შექება იმ განხორციელებულ რეფორმებზე და მოლოდინებზე იყო საუბარი, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს ძალიან დამოუკიდებელ, თავისუფალ გარემოში.

ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცესპიკერი, ქართული ოცნების დეპუტატი, კახა კუჭავა ამერიკელი კონგრესმენების წერილს, რომელშიც ისინი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს მიმართავენ და საქართველოში დემოკრატიული მმართველობის გაუარესებასა და პოტენციურ კორუფციაზე შეშფოთებას გამოხატავენ. "მას შემდეგ, რაც რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, 2012 წელს, ქვეყნის პროგრესი უკან მიდის". - წერენ ისინი.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"ეს იყო ჩემი ცხოვრების შესანიშნავი 4 წელი" - ბრიტანეთის ელჩის გამოსამშვიდობებელი ვიდეო

კომენტარები