NATO და საქართველო

გახარია: სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობა ბოლო წლებში ისეთია, როგორიც არასდროს ყოფილა

[ადამ კინზინგერის] ამ განცხადებას ვაფასებ შემდეგნაირად, მიუხედავად, აი ამ ვაკხანალიისა, მიუხედავად ბრალდებისა, ქვეყნის ბედით და მომავლით სპეკულირებისა, მიუხედავად კერძო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ვახერხებთ და ვაღრმავებთ სტრატეგიულ პარტნიორობას ჩვენს ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებზე. ესაა, რა თქმა უნდა, ნატო, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია, აშშ, ევროკავშირი.

ამ მიმართულებით ვინც რანაირი სპეკულირება არ უნდა გააგრძელონ, საქართველოსა და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობას არაფერი ემუქრება. პირიქით, ეს ურთიერთობა ბოლო წლების განმავლობაში გახდა ისეთი, როგორიც არ ყოფილა არასოდეს. სწორედ ამის შედეგია მსგავსი განცხადებები. დღეს საქართველო სრულად არის მზად ნატო-ს წევრობისთვის და ამას ჩვენი პარტნიორები ხედავენ, აფასებენ. რა თქმა უნდა, ესაა პროცესი, ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და მშვიდობიანი განვითარება არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელი პირობა.

ასე ეხმაურება ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის განცხადებას საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია. ადამ კინზინგერმა გუშინ, 7 აგვისტოს, თქვა, რომ საქართველოსთვის დრო დადგა, გახდეს NATO-ს სრულუფლებიანი წევრი.

კომენტარები