გახარია: რაჭაში ინფრასტრუქტურის სრულად აღდგენას დრო დასჭირდება, 2021 წლის გაზაფხულამდე

​მოგეხსენებათ, რომ რაჭაში საკმაოდ მასშტაბური სტიქია გვქონდა. მიმდინარეობს შედეგების აღმოფხვრა.. სარეაბილიტაციო სამუშაოები. საბედნიეროდ, მოსალოდნელზე სწრაფად მოხდა პირველადი სამუშაოების დასრულება, რაც ნიშნავს იმას რომ მოწყვეტილ სოფლებთან მიმოსვლა აღდგა საკმაოდ სწრაფად. ასევე, ყველა სოფელს მიეწოდება, როგორც წყალი ისე ელექტროენერგია. თუმცა კაპიტალური სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები გრძელდება და დღეს ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ამ სამუშაოებისთვის საგზაო მიმართულების დამატებითი თანხების გამოსაყოფად. რეალურად, სტიქიის მასშტაბიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, სრულფასოვანი აღდგენა, კაპიტალური აღდგენა ინფრასტრუქტურის, ამას დასჭირდება დრო, დაახლოებით 2021 წლის გაზაფხულამდე. 

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია მთავრობის სხდომის დაწყებამდე

კომენტარები