კორონავირუსის პანდემია

გამყრელიძე: შესაძლებელია, გვიან შემოდგომაზე კორონავირუსის რამდენიმე ვაქცინა დაამტკიცონ

ვაქცინის წარმოება შედის ფინალურ ეტაპზე, კლინიკურ კვლევას გადის ცხრამდე ვაქცინა, აქედან სამი - მესამე ფაზის კვლევებშია და შესაძლებელია, გვიან შემოდგომაზე, მარეგულირებელმა ორგანოებმა დაამტკიცონ რამდენიმე ვაქცინა.

ვაქცინების გლობალური ალიანსის კოორდინირებით მუშაობა მიმდინარეობს ქვეყნებთან ვაქცინის შესაძლო მიწოდებასთან დაკავშირებით. ამ მოლაპარაკებებში ჩართულია საქართველო, ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო. იქ არის პირობები ვაქცინის მიღების, ყველაზე წინა ეტაპზეა ოქსფორდის და Astrazeneca-ს ერთობლივი წარმოების ვაქცინა. იქ არის პირობები, რომელსაც წაუყენებენ ქვეყანას, როგორ, რა ეტაპები უნდა გავიაროთ განაცხადთან დაკავშირებით. ამაზე იყო დღეს განხილვა საკოორდინაციო საბჭოზე და პრემიერმა შესაბამისი დავალებები გასცა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

კომენტარები