კორონავირუსის პანდემია

გამყრელიძე: უკვე 10 კლასტერი გვაქვს, ყველა მათგანი ასოცირდება დიდ შეკრებებთან

დღეს, პანდემიასთან ბრძოლისთვის მსოფლიოს მხოლოდ 5 იარაღი გააჩნია:

პირველი, ეს არის პირბადე, რომელზე საუბრითაც, შესაძლოა, მოვაწყინეთ თავი მოსახლეობას, მაგრამ ამაზე უკეთესი, ამ ეტაპზე, არაფერი არ არის. ჩვენ გვქონდა 75%-იანი ტარების მაჩვენებელი იანვარში, რაც შედარებით კარგი იყო და სწორედ ამან იმოქმედა იმაზე, რომ ქვემოთ წამოვიდა ახალ შემთხვევათა რიცხვი. მაჩვენებელი შემდეგ 43%-ზე დავარდა და ახლა, ამ ერთი კვირის განმავლობაში ისევ 51%-ზე ავიდა. თუმცა, უნდა გვქონდეს 75%-ზე მეტი – კარგია 90-95%, რათა სერიოზულად ავირიდოთ თავიდან მესამე ტალღა. 

მეორე – დისტანცია.

მესამე – ჰიგიენური წესების დაცვა.

მეოთხეზე მინდა ყურადღების გამახვილება. ამ მომენტისთვის, ქვეყანაში გვაქვს ინფიცირების 10 კლასტერი, რაც სხვადასხვა ლოკაციაზე გამოვლენილ ეპიდაფეთქებებს ნიშნავს. ყველა ეს კლასტერი დაკავშირებულია დიდ სუფრებთან, ქორწილებთან, ჭირის სუფრებთან და დიდ შეკრებებთან. ყველა კლასტერი – სამეგრელოში, გურიაში, შიდა ქართლში. ეს არის გავრცელების ყველაზე დიდი წყარო....

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, კომენტარი ტვ პირველის ეთერში გააკეთა. 

კომენტარები