ლევან ვარშალომიძე: მიხეილ სააკაშვილმა შექმნა ეს ქვეყანა და მან უნდა მართოს

მიხეილ სააკაშვილი უნდა ჩამოვიდეს აუცილებლად. არამარტო უნდა ჩამოვიდეს, არამედ უნდა მართოს ეს ქვეყანაც იმიტომ, რომ ამ კაცმა შექმნა ეს ქვეყანა და დღეს მართლაც, სირცხვილია, როცა მესამე პრეზიდენტი საერთოდ ქვეყანაში არ იმყოფება და ქართული პასპორტი არ გააჩნია. მე პირადად ვამაყობ, რომ მისი გუნდის წევრი ვარ. ზუსტად მისი გუნდის წევრობის დროს შეიქმნა ეს სასწაულები, როგორიც ბათუმის სასწაულია და სხვა. ამიტომ, მისი ჩამოსვლაც, გაპრემიერებაც და მმართველობაც შესაძლებელია. ამას უბრალოდ ბრძოლა სჭირდება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, ნაციონალური მოძრაობის ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლევან ვარშალომიძე, 30 აგვისტოს, ტელეკომპანია პირველის ეთერში.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები