ახალი კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: გვაქვს სრულად მართვადი ეპიდსიტუაცია, ჯერჯერობით ვართ მწვანე ზონაში

იმის მიუხედავად, რომ ბოლო 10 დღის განმავლობაში ქვეყანაში ახალი შემთხვევების დინამიურად ზრდის ტენდენცია გვაქვს, დღეს მოგეხსენებათ, რომ 34 ახალი შემთხვევაა, როცა გვქონდა 38, 25, 23, 24. ანუ ჩვენ გავაანალიზეთ ივლისის, აგვისტოს და სექტემბრის პირველი კვირის ე.წ ინციდენტობის მაჩვენებლები. ინციდენტობა ნიშნავს 100 000 მოსახლეზე ახალი შემთხვევების რაოდენობას და თუ ივლისის პირველ კვირაში გვქონდა 0,7 - 100 000 მოსახლეზე, აგვისტოში გვაქვს 1,2 და სექტემბრის პირველ კვირაში გვაქვს 5,3, რაც მიანიშნებს იმას, რომ ზრდის ტენდენცია არის.

მაგრამ ჩვენი ე.წ სამფეროვანი შუქნიშნის მიხედვით და ევროპის CDC-ის შუქნიშნის მიხედვით, ჯერჯერობით ჩვენ ვართ მწვანე ზონაში. ყვითელი, გამაფრთხილებელი ზონა იწყება, როდესაც 100 000 მოსახლეზე გაქვს 10-დან 30-მდე, მერე წითელ ზონაში გადადიხარ 30-ის შემდეგ. ანუ ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ გვაქვს კონტროლირებადი და სრულად მართვადი ეპიდსიტუაცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თვითდამშვიდებული უნდა ვიყოთ, რადგან ზრდის ტენდენცია არის, რომელიც პროგნოზირებადი იყო, რადგან გამოვიარეთ შიდა ტურიზმის განვითარების აქტიური სეზონი, განსაკუთრებით აჭარაში და ამიტომაც გვაქვს მომატებული შემთხვევები აჭარაში. ამ 34 ახალი შემთხვევიდან 20 უკავშირდება აჭარას.

ამბობს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე.

კომენტარები