არჩევნები 2020

მდინარაძე: სააკაშვილის ნიანგის ცრემლები, რომ სასამართლო მის დროს კარგი არ იყო, ფარისევლობაა

მიხეილ სააკაშვილს თავის თავზე არ გამოუცდია ის, რაც მისი მმართველობის პერიოდში გამოსცადა ძალიან ბევრმა უსამართლოდ დაჩაგრულმა ადამიანმა. მან გამოსცადა სამართლიანი სასამართლო, ხოლო მისი მმართველობის დროს ადამიანებმა გამოსცადეს უსამართლო მიდგომა და დამოკიდებულება, აღარაფერს ვამბობ წამებაზე, ადამიანების მკვლელობაზე, სასამართლოში უკანონო და დაუსაბუთებელ განაჩენებზე, რაც იყო ნაციონალური მოძრაობის სამარკო ნიშანი.

მიხეილ სააკაშვილის ნიანგის ცრემლებით ტირილი, თურმე სასამართლო მის დროს არ ყოფილა კარგი, ეს უბრალოდ არის ფარისევლობა. მისი ეს აღიარებები ემსახურება კონკრეტულ, ლოკალურ მიზანს, რომ ცოტა მეტი ხმა მიიღოს, მეტი მანდატი ჰქონდეს მას საქართველოს პარლამენტში, მაგრამ ქართული საზოგადოება ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს.

ამბიიბს პარლამენტის ვიცესპიკერი, მამუკა მდინარაძე. საქართველოს ექსპრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე. ცნობისთვის, გაერთიანებამ ძალა ერთობაშია პრემიერმინისტრობის კანდიდატად საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წარადგინა.

კომენტარები