არჩევნები 2020

ბაქრაძე: "ოცნება" თამამად აცხადებს, რომ იგივეს გააგრძელებს მომავალი წლების განმავლობაში

გუშინდელი პრეზენტაციის ფორმამაც, შინაარსმაც და სიამაც კარგად აჩვენა, რომ ქართული ოცნება ვერ აცნობიერებს რამხელა ეკონომიკურ კრიზისიშია შესული ქვეყანა. არათუ რამის გამოსწორებას პირდება ქართული ოცნება ხალხს, არამედ თამამად აცხადებს, რომ იგივეს გააგრძელებს მომავალი წლების განმავლობაში. ამიტომ, თითოეული იმ ადამიანისთვის, ვინც საკუთარ ოჯახებზე გრძნობს იმას, რომ ქვეყანა მიდის არასწორი მიმართულებით, გრძნობს იმ უმძიმეს ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისს, რომელშიც დღეს არის ჩვენი საზოგადოება, თითოეული ასეთი ადამიანისთვის, ერთადერთი შანსი არის არჩევნები, არჩევნებზე მისვლა და ევროპული საქართველოს სახით იმ გუნდის არჩევა, რომელიც ქვეყანას მოუტანს გარდამტეხ ცვლილებებს, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს ამ უმძიმესი ეკონომიკური კრიზისიდან და წაიყვანს წინ უკეთესი მომავლისკენ.

ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე ქართული ოცნების საარჩევნო პარტიულ სიას ეხმიანება.

კომენტარები