იონათამიშვილი სააკაშვილზე: დედას უშვებ ბრძოლაში, რომელიც იცი, რომ წაგებული გაქვს, ანომალიაა

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ნაციონალურ მოძრაობას ჰყავდა მხოლოდ ერთი ახალი სახე და ეს იყო რომან გოცირიძე. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, როგორც ჩანს, მათი ერთი ახალი სახე იქნება გუბაზ სანიკიძე, ხოლო ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატი ისევ საკუთარი ოჯახის წევრი - მიხეილ სააკაშვილის დედაა. ეს არის შუა საუკუნეების მმართველის მენტალიტეტის გამოვლინება. 

ერთი პრობლემა ხომ ის არის, რომ ამ პარტიაში არავის სურს შესვლა, მასში გაწევრიანება და მასთან ასოცირება და მეორე ანომალია არის ის, რომ საკუთარ ოჯახის წევრს უშვებ იმ ბრძოლაში, რომელიც წინასწარ იცი, რომ წაგებული გაქვს და  შედეგი იქნება კრახი. ნაციონალური მოძრაობის პროცენტები დღითიდღე უფასურდება და ქვევით და ქვევით ეცემა. და როდესაც ამ პროცესში დედის შეყვანა გინდა, ამაზე მძიმე და მიუღებელი რა შეიძლება იყოს?! როგორც არ უნდა დამალოს ნაციონალურმა მოძრაობამ სოციოლოგიური კვლევები, რომლითაც მათი რეიტინგები სულ უფრო ეცემა, ვფიქრობ, 1%-ის გადალახვაც საოცნებოდ გაუხდებათ, ჩვენი ქვეყანა კი გააგრძელებს სწორ და სწრაფ განვითარებას ქართულ ოცნებასთან ერთად.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი რატი იონათამიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე. ტაბულას ინფორმაციით, ზუგდიდში ენმ-ის კანდიდატად გიული ალასანია განიხილება.
მოკლე ბმული: