კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: რჩება მოსაზრება, რომ გაზრდილი ტესტირების გამო გამოვლენა გაძლიერებულია

ივნისის თვეში დღეში 807 ტესტი კეთდებოდა, ივლისში 1 415, აგვისტოში - 1527 და სექტემბრის თვეში გუშინ 1 507 იყო, მაგრამ ვიცი, რომ კიდევ დაემატა ლაბორატორიული ცენტრები და მისი რაოდენობა ალბათ მოიმატებს. ყოველ შემთხვევაში, 1 507-ზე მეტი იქნება. 

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან გაძლიერებული, გამრავლებული , გაზრდილი ტესტირების გამო ეს მოსაზრება რჩება, რომ გამოვლენა, რა თქმა უნდა, გაძლიერებულია როგორც ამ თვალსაზრისით, ასევე დაავადების გავრცელების თვალსაზრისით. არავინ ამბობს, რომ მარტო ამის ხარჯზეა, მაგრამ არის, ვინაიდან გაჩნდა ახალი წერტილები. 

ამბობს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია. დღეს, 16 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სულ გამოვლენილია 2 758 შემთხვევა.

კომენტარები