კორონავირუსი საქართველოში

რატიანი: კლინიკაში არცერთი კრიტიკული პაციენტი არ გვყავს, რაც ძალიან კარგია

ჩვენ ამ ეტაპზე არცერთი კრიტიკული პაციენტი არ გვყავს, რაც ძალიან კარგია. არ  გვყავს კრიტიკული პაციენტი, რომელსაც სჭირდება ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია და ამა თუ იმ ორგანოს პროთეზირება. 

რა თქმა უნდა, გვყავს ორი მძიმე პაციენტი, მათი სიმძიმე გამოხატულია სუნთქვის უკმარისობით. კომპიუტერული ტომოგრაფიით დადასტურებულია ორივესთან მწვავე პნევმონია, მაგრამ ჩატარებული მკურნალობის შედეგად, მინდა გითხრათ, რომ მათი მდგომარეობა დღეისთვის დადებითი კლინიკით მიმდინარეობს. 

ამბობს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი. სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 2 937 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 422 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

კომენტარები