მაყაშვილი: მინდა ვიყო მღაღადებელი და მიმტან-მომტანი მმართველ გუნდსა და ხალხს შორის

არასდროს არ ვყოფილვარ პარტიის წევრი, არც ახლა ვაპირებ პარტიის წევრობას, რაღაც არ მიზიდავს. ცოტა მსახიობურად მივუდგები, როგორც ხელოვანი და გეტყვით ბატონი მუხრან მაჭავარიანის სიტყვებს: "ხმას ამოიღებ ვაია, არ ამოიღებ ვუი, ვინც ლაპარაკობს ტყუის, ვინც დუმს ისიც ტყუის"... ცოტა მომბეზრდა დუმილი. 

კულტურული პროგრამა მაქვს საოცარი, რომელსაც შევთავაზებ ჩემს ამომრჩეველს. ჩვენ კულტურული განვითარების ქვეყანა ვიყავით. ახლა რატომღაც ნელ-ნელა უკან მივიწევთ. არის უამრავი საკითხი, გასაგებია, რომ პოლიტიკოსად არავინ არ იზრდება, არ იბადება, მე ვუზივარ ახლა ამ ყველაფერს, ალილუიასავით ვიზუთხავ და ვსწავლობ, რომ ეს არ იყოს თითიდან გამოწოვილი ჩემი...

საოცარი სიდუხჭირეა და საოცარი ეკონომიკური პრობლემებია. არავის აღარ აინტერესებს, ოღონდ ორი პური მოიტანოს სახლში და იყვნენ და თავი დაგვანებონო... იცით, რაღაცნაირად უნდა დაიარონ და იკითხონ, ვის, რა, რატომ უჭირს. მინდა გითხრათ, რომ ისევ ილია მახსენდება და ხიდჩატეხილობის პრობლემა არის და იყო ყოველთვის და ახლაც არის, მე მინდა ვიყო მღაღადებელი და მიმტან-მომტანი მმართველ გუნდსა და ჩვეულებრივ ხალხს შორის. 

საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი თამარ მაყაშვილი რუსთავი 2-ის ეთერში.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები