არჩევნები 2020

სააკაშვილი მელიასთვის ქვების დაშენაზე: ეს არის განწირული რეჟიმის ფართხალი

ვგმობ ნიკა მელიაზე თავდასხმას, რომელიც დღეს განხორციელდა გლდანში. ეს არის განწირული რეჟიმის ფართხალი, რომელსაც დარჩა მხოლოდ ერთი არგუმენტი - ძალადობა და დაშინება. არავის მათი არ ეშინია და მალე მათ გაეცემათ პასუხი 31 ოქტომბერს და ქართველი ხალხი ნათლად ეტყვის, დაშინებით, ძალადობით, ქართველი ხალხის მუხლებზე დაყენება არის შეუძლებელი! საქართველოში მოხდება ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა.

წერს საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. გლდანულაში, ნაციონალური მოძრაობის გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატს, ნიკა მელიას ამომრჩეველთან შეხვედრისას ქვები და კვერცხები დაუშინეს.

კომენტარები