კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე მოხუცთა თავშესაფარზე: შვედეთში საავადმყოფოშიც ვერ მიჰყავდათ, აქ ყველა გადაყვანილია

ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი, რომ თავშესაფრის დაცვა ვერ მოხერხდა და შეაღწია კორონავირუსმა. მართლაც, ძალიან სამწუხაროა. 

ჩვენ გვაქვს ძალიან ტრაგიკული გამოცდილება დასავლეთის ქვეყნების. თავშესაფარში შეღწეულმა ინფექციამ შვედეთში გამოიწვია ძალიან მაღალი ლეტალობა და პრობლემა იყო ის, რომ საავადმყოფოშიც ვერ მიჰყავდათ, შვედეთზეა ლაპარაკი. 

აქ, საბედნიეროდ, ყველა, ვისაც სჭირდება დახმარება, გადაყვანილია საავადმყოფოში და უტარდებათ ყველაზე მაღალი ხარისხის დახმარება. თვითონ ფაქტი, რომ შეაღწია, ძალიან სამწუხაროა.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე. ბათუმის მოხუცთა თავშესაფარში 23 მობინადრეს და 7 თანამშრომელს COVID-19 აქვთ დადასტურებული

კომენტარები