კორონავირუსი საქართველოში

თურნავა ტურიზმის სექტორის აქციაზე: ვინც აქციის გამართვა დააპირა ყველა კაბინეტში მოვიწვიე

მე არ მგონია, რომ რამე სერიოზული პრობლემა არსებობდეს, რომლის შესახებაც ჩვენ არ ვიცით, ამიტომაც ჩვენთან აქციებით საუბარი არ არის საჭირო, ელემენტარულად აქციები არ არის საჭირო. ვინც კი ესე იგი აქციის გამართვა დააპირა, ყველა ჩემს კაბინეტში მოვიწვიე, მაგრამ მე ვერ გეტყვით ეს ჯგუფი, რამდენად ინდუსტრიიდან გამომდინარე მოთხოვნებს აყენებდა. მე ყური მოვკარი, რომ უფრო პოლიტიზებულ მოთხოვნებს აყენებდნენ. არ მახსენდება, რომ მათ ჩვენთან შეხვედრა მოეთხოვათ. მოითხოვონ და შევხვდები. 

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ტურისტულ სექტორში დასაქმებული პირების საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.

კომენტარები