დავითგარეჯის საქმე

ჰარცელი დავითგარეჯაზე: წინასაარჩევნოდ შერჩეულ დროსთან დაკავშირებით კითხვები გასაგებია

საწყის ეტაპზე ვართ, ჯერაც მიმდინარეობს გამოძიება, ამიტომ, სხვების მსგავსად, სიფრთხილეს გამოვიჩენ. ცხადია, ეს მრავალი მიმართულებით მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენთვის და ყველასთვის, ნათელია, რომ საქმე სენსიტიურია, მას აქვს საგარეო პოლიტიკური განზომილებაც, რომელსაც ფრთხილი მიდგომა სჭირდება, თუმცა, ის სენსიტიურია საშინაო პოლიტიკის მიმართულებითაც. სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის და ოპოზიციის მხრიდან ვისმენთ, რომ საქმის ზოგად კონტექსტთან და შერჩეულ დროსთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, რაც გასაგებია, რადგან წინასაარჩევნო კამპანიის ეპიცენტრში ვიმყოფებით.

ეს ყველაფერი ხაზს უსვამს საქმის ფრთხილად, საფუძვლიანად და გამჭვირვალედ წარმართვის აუცილებლობას

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავებას გამოეხმაურა

კომენტარები