ყაჩაღობა საქართველოს ბანკში

იონათამიშვილი: ზუგდიდში პოლიციამ იმუშავა მაღალი პროფესიონალიზმით

პოლიციას, ცხადია, შეეძლო ძალისმიერი ოპერაცია ჩაეტარებინა და ამის ყველანაირი რესურსი არსებობდა, მაგრამ ამ შემთხვევაში, თუკი არსებობს გარკვეული რისკები, ვფიქრობ, რომ ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, პოლიციამ იმუშავა მაღალი პროფესიონალიზმით, რაშიც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა სამხარეო პოლიციის უფროსმა ავთანდილ გალდავამ.

მნიშვნელოვანია, რომ ოპერაციის პირველი ნაწილი, რაც გულისხმობდა მძევლების უსაფრთხოდ გათავისუფლებას, წარმატებით არის დასრულებული, ოპერაცია და საპოლიციო ღონისძიებები გრძელდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ მისი მეორე ნაწილიც იქნება ასევე წარმატებული...

ქართული ოცნების დეპუტატი რატი იონათამიშვილი ზუგდიდში, საქართველოს ბანკში მომხდარ ყაჩაღობაზე. თავდამსხმელმა ფულთან და რამდენიმე მძევალთან ერთად პოლიციის მანქანით დატოვა საქართველოს ბანკის შენობა. მოგვიანებით, მან მძევლები გაათავისუფლა და გაიქცა.

კომენტარები