არჩევნები 2020

სააკაშვილი: კრიმინალები გრძნობენ, ივანიშვილს რამდენიმე დღე რჩება – ამიტომ ბანკებს დაეცნენ

თქვენ ხედავთ, როგორ გააქტიურდნენ კრიმინალები. ჩემთვის ყველაზე დიდი ინდიკატორი, თუ რა ხდება საქართველოში, არიან კრიმინალები, იმიტომ, რომ კრიმინალებმა მოიყვანეს ესენი და კრიმინალებს მიჰყავთ ესენი ისევ. კრიმინალები გრძნობენ, რომ ივანიშვილს რჩება რამდენიმე დღე და იმიტომ დაეცნენ ბანკებს, მაღაზიებს, იმიტომ დაიწყეს ხალხის ხოცვა.

[...] ცდილობენ, რომ რამდენიმე დღე კიდევ მოიპარონ. ესენი ცდილობენ, მოიპარონ მაღაზიებიდან, ბინებიდან.  ბიუჯეტის ქურდები და მღრღნელები ცდილობენ მოიპარონ ტენდერებიდან და ბიუჯეტში დარჩენილი ბოლო ნამცეცები, რაც არ გაუტანიათ. მხოლოდ იმის გამო, რომ მათ იციან, მათი სალაფავის დრო დასრულდა. საქართველოში იწყება წესიერების, პატიოსნების, აღმშენებლობის, მომავლის ეპოქა და ეს ეპოქა იწყება 31 ოქტომბერს, ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული...

თქვა საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ენმ-ის პრემიერობის კანდიდატმა, მიხეილ სააკაშვილმა გორში ენმ-ის გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ბადრი ბასიშვილის წარდგენაზე.

კომენტარები