კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე Covid 19-ით გარდაცვლილ ექიმზე: მათ ჯანმრთელობასაც სჭირდება გაფრთხილება

ვიზიარებ ჩემი კოლეგების და ამ ექიმის ოჯახის წუხილს, ძალიან ვწუხვართ, რომ დავკარგეთ ერთი კოლეგა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ექიმებს, როგორც სხვა მოქალაქეებს, ესაჭიროებათ გაფრთხილება, სწორედ ამას ეფუძნებოდა ის თხოვნები და მოწოდებები, რომ დავიცვათ დისტანცია, გამოვიყენოთ პირბადე და დავიცვათ ყველა ის მითითება, რომელსაც ჩვენ უკვე ცხრა თვეზე მეტია, მოვუწოდებთ მოქალაქეებს.

ექიმებიც სწორედ ისევე ატარებენ რისკს და არიან პირველ ხაზზე, როგორც ჩვენი მოქალაქეები, რა თქმა უნდა, მათ ჯანმრთელობასაც გაფრთხილება ესაჭიროება.

თქვენთვის ცნობილია, რომ არ ვსაუბრობ გარდაცვალების მიზეზებზე, ეთიკის ნორმებიდან გამომდინარე, ამაზე საუბარი არის მიუღებელი

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსით გარდაცვლილ ექიმზე.

კომენტარები