გამყრელიძე: ჯანდაცვის სისტემა უძლებს, რა თქმა უნდა, ხარვეზი შეიძლება იყოს

ეპიდემია შესულია აქტიურ, ინტენსიურ ფაზაში. ეს მეორე ტალღაა, ყველგან და, მათ შორის, ჩვენთანაც. მიუხედავად ამისა, რომ შემთხვევების რაოდენობა გვაქვს ოთხნიშნა ციფრის, ამ ეტაპამდე ყველაფერი მართვადია.  

ჯანდაცვის სისტემა, მიუხედავად შემთხვევების ზრდისა, უძლებს და პასუხი შესაბამისია, რომ ეს ადამიანები შესაბამისად მოვლილები არიან.  

რა თქმა უნდა, ახლა კითხვები იქნება და, რა თქმა უნდა, ხარვეზი შეიძლება იყოს. შეიძლება იყოს გარკვეული შემთხვევები, სადაც უკმაყოფილება არის, მაგრამ მე ვსაუბრობ საერთო მიდგომით, რომ ჯანდაცვის სისტემა ამ დატვირთვას უძლებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ პიკურ დატვირთვასაც გავუძლებთ. 

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე. დღეს, 28 ოქტომბერს, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1 731 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 15 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 2 197 პაციენტი. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 33 858 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 14 829 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 253 კი გარდაიცვალა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები