გახარია: ვაგრძელებთ წერტილოვან შეზღუდვებს, თუმცა ჯანდაცვის სისტემა ამოუწურავი არაა

იმის მიუხედავად, რომ გლობალურად მსოფლიოში მდგომარეობა მძიმდება, როგორც ჩანს, მეორე ტალღის მოლოდინის სიმძაფრე არ იყო სრულად შეფასებული სწორედ. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპაში, ლოკდაუნების რაოდენობა იზრდება, ისევე როგორც ინფიცირებულების რაოდენობაც იზრდება, გამართული ეკონომიკის და ძლიერი ჯანდაცვის მქონე ქვეყნებს უჭირთ გამკლავება ინფიცირების მასობრივ განვითარებასთან. 

მოგეხსენებათ, ჩვენი სტრატეგია არის ადაპტაციის და წერტილოვანი შეზღუდვების და ამ სტრატეგიას მივყვებით. ამას გავაგრძელებთ, თუმცა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს უნდა გვესმოდეს, რომ ჯანდაცვის სისტემა, როგორც აღჭურვილობის, ისე ადამიანური რესურსების თვალსაზრისით ამოუწურავი არ არის. ამიტომ ყველამ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემის მომსახურეობა და სერვისები, პირველ რიგში მოხმარდეს იმ ადამიანებს, ვისაც ეს ყველაზე უფრო მეტად სჭირდება: ჩვენს ხანდაზმულებს, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემამ უფრო ეფექტიანი ოპერირება შეძლოს. კლინიკური მართვის ახალი პრინციპების შესაბამისად, ბინაზე, კოვიდსასტუმროებში, საავადმყოფოებში მართვა  - ის ერთადერთი გამოსავალია, რომლითაც ყველა ერთად უნდა დავეხმაროთ ჯანდაცვის სისტემას. მივმართოთ ძირითადი ყურადღება სწორედ ჩვენი იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებსაც ყველაზე უფრო უფრო სჭირდებათ 24-საათიანი მეთვალყურეობა. ჩვენ გვეჭირა ბალანსი ჯანმრთელობას, ადამიანის სიცოცხლისა და ეკონომიკის გადარჩენასთან მიმართებით და ჩვენ გავაგრძელებთ ამ გზას, რამეთუ, ყველას კარაგად უნდა გვესმოდეს, რომ პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენის პერსპექტივა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენს ეკონომიკას უნდა შევუნარჩუნოთ...

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები