არჩევნები 2020

უგულავა: ჭირვეულის მორჯულების პირველმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა

არ არს დაფარული, რაც არა გაცხადდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში, არც დაფარული არის რაიმე და არც გაცხადება არ სჭირდება. რასაც საჯაროდ ვამბობთ, იმას ვამბობთ ელჩებთანაც. რა გგონიათ, გარეთ სხვას ვლაპარაკობთ და შიგნით სხვას? ჩვენი პოზიცია ვუთხარით. გუშინდელ და დღევანდელ დღეს შორის განსხვავება ფორმაშია. იმის გამო, რომ შუაში ელჩები სხედან და იმის გამო, რომ ბატონმა თალაკვაძემ ინება და მობრძანდა, ანუ, უკვე საუბრის ფორმა მისცა, მან ფორმალურად მოისმინა სრულიად ოპოზიციის პოზიცია და ჩაიწერა. რატომ ჩაიწერა, არ იცოდა? ყოველდღე ესმის ფანჯრების ქვემოდან შეძახილი. ახალი არის პროცესი, რომელშიც ხელისუფლება შემოვიდა. რითი დამთავრდება, ვერ გეტყვით. 

აქამდე ხელისუფლება ჭირვეულობდა, მხოლოდ დიალოგზე საუბრობდა, როგორც ვერბალურ ფორმაზე - დიალოგი, დიალოგი და დიალოგი, გვესმოდა მესიჯბოქსი გახარიადან. უნდა ითქვას, რომ კობახიძე თანამიმდევრულია, არანაირ დიალოგს არ ითხოვს, პირდაპირ დახვრეტას ითხოვს ჩვენსას. მკაფიოდ მინდა ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას, ეს პროცესი არ ცვლის, არ ანაცვლებს - პირიქით, ეს პროცესი იმიტომ დაიწყო, რომ ხალხის პროტესტია ქუჩაში. ხალხი მტკიცედ ითხოვს გაყალბებული არჩევნების შედეგების გაუქმებას. აბსოლუტურად მტკიცე ერთსულოვნება არსებობს ოპოზიციაში. 

საბოლოო ჯამში, ჭირვეულის მორჯულების პირველმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა. ამიტომ, მეგობრებო, შაბათს, 15:00 საათზე ვიკრიბებით. ქუჩის პროტესტი გაგრძელდება, აბა, ამ დიალოგს მეორედ მოსვლამდე გაგვიწელავენ...

ამბობს ევროპული საქართველოს წევრი, გიგი უგულავა პალიტრანიუსის ეთერში. შეგახსენებთ, დღეს, 12 ნოემბერს აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, არჩილ თალაკვაძესა და ევროკავშირის ელჩს შორის შეხვედრა გაიმართა.

კომენტარები