არჩევნები 2020

ბოკერია: გაათმაგდა იმ უბნების რაოდენობა, სადაც ხმები ჩაყარეს

ამ ამბავში, რასაც ქართველი ხალხის არჩევანის გაყალბება ერქვა ჩართული იყო სუს-ი, ადგილობრივი ბიუროკრატია, მთელი პაკეტი იყო შეკრული განსაკუთრებით ხმების გაკონტროლების ამბავში, ბიძინას კარუსელი რომ დაარქვეს, ისევე როგორც ჩაყრაში და ისევე როგორც შემდეგ მანიპულაციებში

რიცხვები მეტყველებს თავის თავზე. კიდევ ერთხელ ვადარებ არაიდეალურ წინა არჩევნებს, რბილად რომ ვთქვა, ჩემი აზრით, ძალიან ცუდ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს. მოულოდნელად ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გაოთხმაგდა მოქალაქეების რაოდენობა, რომლებსაც უყვართ საარჩევნო ბიულეტენების სახლში წაღება და გაათმაგდა უბნების რაოდენობა, სადაც ჩაყრა მოხდა.

ეს არ არის ვინმეს ხუშტური, რომ შედეგი გვაქვს ცუდი და ამიტომ ვიქცევით ისე, როგორც ხელისუფლების ოპონენტები ზოგჯერ იქცეოდნენ.

ხმების გადათვლას რაღაც მომენტებში, შესაძლოა, აზრი კიდევ ჰქონოდა, მაგრამ ამ შანსზეც კი უარი თქვა ხელისუფლებამ. ჩვენ ვნახეთ, რომ საჩივრებზე მასობრივად თქვეს უარი უაბსურდულესი საბაბით, მაგალითად, ჩვენ შემთხვევაში, არ დაგვიკმაყოფილეს არცერთი, ვიმეორებ, არცერთი საჩივარი, იქ საბაბი იყო, რომ ჩვენს წარმომადგენელს თავისი მისამართი ჰქონდა მითითებული და არა პარტიის. ეს არის ზუსტად მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ ხშირად გვესმის საერთაშორისო პარტნიორებისგანაც, რომ უნდა მივყვეთ სამართლებრივ გზებს. ჩვენ ძალიან სკეპტიკურები ვართ, მაგრამ მივყვებით ამ გზებს და პასუხად ვიღებთ, იმას, რაც დღეს ვნახეთ...

თქვა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მთავარი არხის ეთერში.

კომენტარები