არჩევნები 2020

ხოშტარია: არანაირი სირცხვილის კორიდორი ჩემგან მეორე ტურზე არ იქნება

არანაირი სირცხვილის კორიდორი ჩემგან მეორე ტურზე არ იქნება. ჯერ ერთი, მე პრეტენზია არა ხალხთან, თუნდაც ოცნების ამომრჩეველი იყოს, არამედ გაყალბებასთან და გამყალბებლებთან მაქვს. მეორე კიდე, ეს ოცნების ნაღმია, ადამიანების დაპირისპირების, რასაც ისინი არასდროს ერიდებიან, ჩვენ კი ეს სწორედ ამას არ უნდა დავამსგავსოთ!

და საერთოდ არანაირი მეორე ტური ეს არ არის, სასაცილოები არიან ოცნების კანდიდატები თავს რომ იკატუნებენ ვითომ არჩევნებში მონაწილეობენ. მარტო ხართ და სარკეში იხედეთ, რამდენიც გინდათ, არ არის ეს არჩევნები...

წერს Facebook-ზე ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი და ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურებზე. ბათუმში, მთავრობის სახლთან გამართულ ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე, ენმ-ის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ლევან ვარშალომიძემ ამომრჩეველს მოუწოდა არ წავიდეს არჩევნების მეორე ტურზე და ასევე გამოვიდა საარჩევნო უბნებზე სირცხვილის დერეფნის მოწყობის ინიციატივით.

კომენტარები