ერთი წლის წინ ქართულმა ოცნებამ გიორგი რურუა დააკავა და აქცია პოლიტიკურ პატიმრად. მისი გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ნაწილი იყო, თუმცა ხელისუფლებამ შეთანხმება დაარღვია და მეტიც, ახალი პოლიტიკური პატიმრები გაჩნდნენ საქართველოში - ივერი მელაშვილი, ნატალია ილიჩოვა, ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის სიკვდილში დადანაშაულებული აკაკი ხუსკივაძე და აკაკი ობოლაძე.
პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი საკითხია და არ ვაპირებთ დათმობას.
საქართველოში აღარ იქნებიან პოლიტიკური პატიმრები. ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ პოლიტიკურ ანგარიშწორებას და შურისძიებას...