სერგეენკო: უკონკურენტო II ტური დისკომფორტია, მაგრამ უნდა დავემორჩილოთ კონსტიტუციას

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას პირველ ტურსა და ღირსეულ გამარჯვებაზე, მე ვფიქრობ, რომ ამ გამარჯვებას მივაღწიე უკლებლივ ყველა უბანში, საქმე იმაშია, რომ კანონმდებლობა მოითხოვს, რომ იყოს, მინიმუმ, მეორე ტური. ის, რომ მეორე ტურში კონკურენტი არ იღებს მონაწილეობას, ეს მართლაც დისკომფორტის შემქმნელია, მაგრამ ყველამ, კანდიდატმა, თუ არაკანდიდატმა, უნდა გავითვალისწინოთ და დავემორჩილოთ საქართველოს კონსტიტუციას. ამიტომ მეორე ტური ჩატარდება ყველა შემთხვევაში. ინდიკატორი იმისა, ეს ფორმალური იყო თუ რეალური, იქნება ამომრჩევლების რაოდენობა. 

ჩემი მოლოდინია, რომ მაღალი აქტივობა იქნება და ამას მაფიქრებინებს ის კომუნიკაცია, რაც მქონდა ამომრჩეველთან პირველი ტურის შემდეგ...

თქვა ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საბურთალოს ოლქში, დავით სერგეენკომ რუსთავი 2-ის ეთერში. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა და, შედეგად, არჩევნები ფაქტობრივად ერთპარტიული იქნება.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები