ივანიშვილი: ვფიქრობ, საღი აზრი გაიმარჯვებს და მივიღებთ ჭეშმარიტად მრავალპარტიულ პარლამენტს

კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს იმ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის, რომელიც მან გამოიჩინა 31 ოქტომბერს. დღესაც, ამ რთულ პერიოდშიც, კოვიდი ბობოქრობს და მაქსიმალური მობილიზაცია გამოავლინა ქართულმა საზოგადოებამ.

ამავდროულად, ყველა ქვეყანამ აღიარა, რომ არჩევნები კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა. მივიღეთ 9 პარტიის წარმომადგენლობა პარლამენტში, რაც მისასალმებელია. ზოგიერთი პოლიტიკური პარტია, ზედმეტად ემოციურად, გადაჭარბებულად და ამბიციურად აფიქსირებს თავის პოზიციებს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და ჩვენ მივიღებთ ჭეშმარიტად მრავალპარტიულ პარლამენტს... დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება...

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციის მიერ არაღიარებული მეორე ტურის შესახებ. კომენტარს სამთავრობო ტელევიზია იმედი ავრცელებს. ტაბულა მეორე ტურს ფარსად მიიჩნევს და არ აშუქებს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები