კობახიძე: როგორც მოსალოდნელი იყო, "ოცნების" 17-ვე კანდიდატმა მოიპოვა სადეპუტატო მანდატი

ჩვენ გვაქვს კენჭისყრის წინასწარი მონაცემები. როგორც მოსალოდნელი იყო, ქართული ოცნების 17-ვე კანდიდატმა მოიპოვა სადეპუტატო მანდატები. შესაბამისად, მომავალ პარლამენტში ქართული ოცნება 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.

ოპოზიციურ პარტიებსა და ბლოკებს შორის კი მანდატები შემდეგი სახით განაწილდება: ენმ – 36 მანდატი, ევროპული საქართველო – 5 მანდატი, ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, პატრიოტთა ალიანსი და გირჩი – 4-4 მანდატი, მოქალაქეები – 2 მანდატი, ლეიბორისტული პარტია – 1 მანდატი.

ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ოპოზიცია არალეგიტიმურად ცნობს და მეორე ტურში მონაწილეობას არ იღებს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები