კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: შეზღუდვები ადვილი გადასაწყვეტი არაა, მწერდნენ, რომ არ იციან ბავშვებს რა აჭამონ

თქვენ რომ გენახათ ჩემს ტელეფონში რა ხდებოდა, რეებს მწერდნენ ადამიანები. ეს არიან ადამიანები, რომლებმაც ამ შეზღუდვების დროს დაკარგეს შემოსავალი... ფოტოგრაფები რეებს მწერდნენ, რომ არ იციან ბავშვებს რა აჭამონ... ის ადამიანები, რომლებიც დადიოდნენ და ყოველდღიური გამომუშავებით არიან, ეს [შეზღუდვები] ადვილი გადასაწყვეტი არ არის, ამიტომ გაიხსნა ქვეყანა ზაფხულში, რომ რაღაცნაირად ხალხს ამოესუნთქა, შიმშილი არ ყოფილიყო და ადამიანებს ჰქონოდათ მუშაობის შესაძლებლობა...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ტელეკომპანია ფორმულას ეთერში.

კომენტარები