2008 წლის აგვისტოს ომი

მარგველაშვილი: უნდა ვიცოდეთ სიმართლე საკუთარი შეცდომების შესახებ

იმისათვის, რომ ვიყოთ უფრო ეფექტურები ჩვენს თავდაცვაში, სახელმწიფოებრივი სიძლიერის დაცვაში, ჩვენ უნდა ვიცოდეთ სად რა შეცდომა იქნა დაშვებული. ამას უნდა ვაკეთებდეთ ყოველგვარი საკუთარ თავთან სიმართლის დამალვის გარეშე. ჩვენ გვქონდა საერთო ძალიან დიდი ტკივილი, ძალიან დიდი ტრაგედია, დიდი დარტყმა მიაყენა ჩვენს ქვეყანას და ყოფას რუსეთმა, მაგარამ იმისათვის, რომ ვიყოთ უფრო ძლიერები, ჩვენ უნდა ვიცოდეთ სიმართლე საკუთარი შეცდომების შესახებ. ამ შეცდომების დამალვა არის ქვიშაში თავის ჩაყოფა და ამას ახალი ხელისუფლება არც აკეთებდა და არც გააკეთებს

ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატმა აგვისტოს ომის შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ კომენტარი შინდისში გააკეთა.

კომენტარები