ივანიშვილი: ადამიანის გასაღები გენეტიკაშია

ადამიანის გასაღები გენეტიკაშია, მე ამ მხრივ სწავლული არ ვარ, მაგრამ ვიცი, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რაც ჩვენ ისტორიულად გაგვაჩნია. ამ ყველაფერს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ბავშვობას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, 5 წლამდე მინიმუმ, საჭიროებს ბავშვი დედას, საჭიროებს ისეთ დონეზე, რომ მხოლოდ მისი იყოს. ეს პროცესი თუ არ დასრულდა კარგად, ამას ბევრი "წიკი" მოსდევს. ამაში ძალიან გამიმართლა, რომ წამოვიზარდე, მეუბნებოდნენ, მიდი და გააკეთე შენი გასაკეთებელიო, ეს, თავის მხრივ, კარგია. ზემო იმერეთში ძალიან დიდი შრომაა. მახსოვს, დედა საჩხერეში წავიდა რაღაცის გასაყიდად და დააგვიანდა, ორი წლის ვიყავი, დღესაც მახსოვს ის შიში, ორი დღე კაბაზე ვიყავი ჩამოკიდებული, ამან განაპირობა ჩემი ფსიქიკურად სწორად ჩამოყალიბება

კომენტარები