ელექტროენერგია

ზურაბ ჯაფარიძის ვარიანტები, თუ როგორ განმარტავს მთავრობა დენის გათიშვას

ხვალიდან:

  • ნებისმიერი საუბარი დენის გათიშვასთან დაკავშირებით, არის დემაგოგია და მეტი არაფერი. ჩვენთვის ღირსების საკითხია, რომ ასეთ ტყუილებს არ ვუპასუხოთ;
  • 2006 წლის ##### და 2008 წლის ##### რიცხვებშიც გაითიშა დენი და მაშინ რატომ არ იღებდით ხმას?
  • პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით შეიქმნება დენის გათიშვების საწინააღმდეგო მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც, პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, მოამზადებს დენის გათიშვებთან ბრძოლის უპრეცედენტო სტრატეგიას;
  • დენი ნაციონალებმა გათიშეს. მათ გატანილი აქვთ სამინისტროდან პორტატული დენის გამთიშველი, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვაფრთხილებდით საზოგადოებას;
  • სექტემბერში ჩამოგვყავს მსოფლიოში ცნობილი ენერგეტიკოსები, რომლებიც გამოიძიებენ როგორ მიგვიყვანა სისხლიანმა 9 წელმა 2014 წლის 27 ივლისის შავ საღამომდე;
  • ჩვენ აქამდე არ გვქონდა რეალური ენერგეტიკა. ის რაც იყო წინა წლებში, იყო ილუზორული. ახლა ვიწყებთ ენერგეტიკის რეალური სექტორების განვითარებას.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე საქართველოს მთავრობის მიერ ელექტროენერგიის გათიშვის განმარტების შესაძლო ვარიანტებს Facebook-ში წერს.

კომენტარები