მხოლოდ პოლიციას ვერ დავაბრალებთ ამ პრობლემას. პრობლემა გაცილებით უფრო დიდია, მეგობრებო. და ჩვენ რომ პოლიციას დავაბრალოთ, ეს არის დიდი უსამართლობა. ეს არის წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემა. სააკაშვილმა 320 000 ადამიანი გაასამართლა, 320 000. ათასობით ადამიანი არის რეპრესირებული საქართველოში სააკაშვილის რეჟიმის დროს და ის ფსიქოზი, რაც ჩამოყალიბდა, ის რთული პრობლემა, ეს არის წლების განმავლობაში დაგროვილი, რამაც სამწუხაროდ, გამოიღო შედეგი და ახლა, ამ თავისუფლების ფონზე წარმოჩინდა ეს. და ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი წარმოჩენილი, ამიტომ, ამას სჭირდება მუშაობა.
tbl.ge/gy0
დაკოპირდა
განაცხადა საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოჯახურ ძალადობაზე საუბრისას, უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრაზე.
ამავე თემაზე
- მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა – საგამოძიებომ პენიტენციურის უფროსი ინსპექტორი დააკავა
- ასტანის პოლიცია: ექსმინისტრმა ცოლს სიკვდილამდე სცემა, ბრალდებულმა კვალის დამალვა სცადა
- რენატა ბეგიაშვილზე ძალადობაში ბრალდებული 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
- "მსხვერპლი მე ვარ" – შალვა იაშვილი მეუღლის მიმართ ძალადობაზე
- MARVEL-ის მსახიობი ჯონათან მეიჯორსი პოლიციამ ოჯახური ძალადობის საქმეზე დააკავა