საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინის მთავრობაში

ქუცნაშვილი კვიტაშვილზე: არაა წარმატებული რეფორმატორი, ნუ ვატყუებთ უკრაინელებს

მე მისი [ალექსანდრე კვიტაშვილის] საწინააღმდეგო პიროვნულად არაფერი მაქვს და წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ როცა წარმატებულ ჩინოვნიკად ვასახელებთ, რა გააკეთა საქართველოში? მისი წარმატებული რეფორმა არ მახსოვს. ღმერთმა ხელი მოუმართოს, მაგრამ ნუ გაყიდით ამ კაცს წარმატებულ ქართველ რეფომატორად, ეს არ არის წარმატებული ქართველი რეფორმატორი, ნუ ვატყუებთ უკრაინელ ხალხს. ჩვენი მეგობრები არიან, რა დააშავეს უკრაინელებმა. კვიტაშვილს ბრალი არ აქვს წარდგენილი, კანონთან მიმართებით პატიოსნად ცხოვრობდა, არ ვიკადრებ და არ ვაკადრებ თქვა, რომ ეჭვმიტანილი და ბრალდებულია. არც ეჭვმიტანილია, მაგრამ არც რეფორმატორია და არ მინდა, რომ ქართელებზე ცუდი წარმოდგენა შეექმნათ. არ მახსოვს მე მისი რეფორმები და თუ თქვენ გახსოვთ, გაახსენეთ ქართულ საზოგადოებას მისი წარმატებული რეფორმა ჯანდაცვის სფეროში, დემოგრაფიის სფეროში, სოციალურ და სოციალური უზრუნველყოფის სფეროებში. ორი ქათამი რომ ყოლოდა გლეხს და ორი ძროხა, ის მდიდრად ითვლებოდა, ეს იყო ამ კაცის მოღვაწეობის სტანდარტები. მე წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ არ მჯერა მისი წარმატების და არ მინდა, ჩემი მეგობარი უკრაინელი ხალხი მოვატყუო.

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა გადაცემა არჩევანში ალექსანდრე კვიტაშვილის უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე დანიშვნაზე.

კომენტარები